1932 წელს აბდულ-აზიზ იბნ საუდმა არაბეთის ნახევარკუნძულზე, საუდის არაბეთის სამეფო დააარსა. მონარქის 45 ვაჟიდან დღემდე ტახტზე ასვლა მხოლოდ 6-მა შეძლო. სამეფოს თითოეული გარდაცვალებამდე მართავდა. 2015 წელს ნახევარძმის (მეფე აბდულას) სიკვდილის შემდეგ, ტახტი 79 წლის სალმანმა დაიკავა და საკუთარი ვაჟი მუჰამედი, ჯერ თავდაცვის მინისტრად, 2 წლის შემდეგ კი მემკვიდრედ დაასახელა. სამეფოში რეფორმები იწყება.