არაბული ინვესტიციები საქართველოში

საქართველოს საუდის არაბეთიდან ინვესტორები სტუმრობენ.

დელეგაციას ინვესტიციების მინისტრი ხელმძღვანელობს. ორი ქვეყანა ეკონომიკური კავშირების გაძლიერების გზებს სახავს და საინვესტიციო პროექტებზე მსჯელობს. საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემო იყო მთავარი თემა დღევანდელ ბიზნეს-ფორუმზე. გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ინტერესია ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და უძრავი ქონების სფეროს მიმართ. შეხვედრების შემდეგ საუდის არაბეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივა გაიზარდა.