სასწრაფოს პერსონალის მოთხოვნა

პროფკავშირმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სასამართლო დავა მოუგო. დასაქმებული უმცროსი ექიმი, გიორგი ბოსტოღანაშვილი და პროფკავშირი საათობრივი ზეგანაკვეთური ანაზღაურების 125 %-ს ითხოვდნენ.

იურისტების განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკისრებული თანხა 1 500 ლარია. ასევე განისაზღვრა დასაქმებულისთვის შესვენების უფლებით სარგებლობა. პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებისა და მძღოლების უფლება წლების განმავლობაში ირღვეოდა.