საქართველო ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა
საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. გადაწყვეტილება მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79-ე სესიაზე მიიღეს. აღმასრულებელი საბჭო 34 წევრისგან შედგება, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევენ. აღნიშნული საბჭო არის უმაღლესი მმართველი ორგანო, რომელიც გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამ ორგანოში გაწევრიანება ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, უშუალო მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში. საქართველოს კანდიდატურის წარდგენის მოსამზადებელ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო.