„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სახელმწიფომ სასწრაფო დახმარების 120 მანქანა 29 მილიონად შეიძინა, თუმცა მისივე თქმით, მანქანების უმეტესი ნაწილი უმოქმედოდ დგას. გრიგოლ გეგელია „ქართული ოცნების“ კორუფციულ ნიშნებს ხედავს და ამბობს, რომ შეძენილი სასწრაფო დახმარების მანქანები შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისად, სახელმწიფო მას უკვე ორი წელია ვერ იყენებს. „ლელოს“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი არამიზნობრივად იხარჯება.