ფინანსური განათლება ფეხბურთით – ეროვნული ბანკის ახალი პროექტი
„ფინანსური ფეხბურთი“ – ასე ჰქვია ახალ ციფრულ თამაშს, რომელიც ბავშვებს ფინანსური განათლების მიღებაში ეხმარება. ინოვაციური ვებ პლატფორმა მოსწავლეებს ვირტუალური ფეხბურთის თამაშის დროს, კონკრეტულ დავალებებს აწვდის, თამაში კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გრძელდება, თუ დასმულ შეკითხვას მოთამაშე სწორად უპასუხებს. საფეხბურთო სტრატეგიასთან ერთად, ახალი თამაში მოსწავლეს ფინანსური ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს უვითარებს. თამაშზე დაფუძნებული მიდგომით მოზარდი იღებს განათლებას და სწავლობს როგორ დაიცვას თავი კიბერთაღლითობისგან. ინოვაციური პლატფორმა ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო გადახდების სისტემა „ვიზას“ ერთობლივი პროექტია.