შს მინისტრი 112-ის თანამშრომლებს შეხვდა

12:19, 25.06.2025

შს მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მუშაობას გაეცნო. გელა გელაძე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და „112“-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ისაუბრეს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. მინისტრი ადგილზე გაეცნო გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემას, ასევე, „112“-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას.

მსგავსი