ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

12:23, 31.05.2025

 საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცენტრის დირექტორმა და რუსთავის მერმა მოაწერეს. თანამშრომლობის მიზანი „რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და „სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი კესანეს“ თანამშრომელთა გადამზადებაა. მემორანდუმის გაფორმებამდე, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა.

მსგავსი