საველე სწავლება – EMT ვერიფიკაციას ელოდება
კრიზისულ ვითარებებში სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ახალი გუნდი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტდა. წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი – გუნდის მოვალეობაა, კრიტიკული შემთხვევებისას დროულად შეაფასოს დაზარალებულთა მდგომარეობა, ასევე მოახდინოს მათი სტაბილიზაცია და ტრანსპორტირება.
სიმულაციური სწავლება თბილისის ზღვის მიმდებარედ საველე პირობებში ჩატარდა, გუნდის მომზადება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, პროცესის დასრულების შემდეგ, გუნდი იმ გლობალური ქსელის ნაწილი გახდება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კრიზისებზე რეაგირებს.
ავტორები: გვანცა ცისკაძე, ნატა ტაბიძე.