სასულიერო პირების ნაწილი ფოთისა და ხობის ეპარქიის მეუფე გრიგოლს აფრთხილებს, რომ ეკლესიიდან განყენებული ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მხარდამჭერი განცხადებებისგან თავი შეიკავოს.
დეკანოზმა დავით ისაკაძემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მეუფე პეტრეს მოქმედებას ის ამორალურსა და ზნედაცემულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ყოფილმა მიტროპოლიტმა უმძიმესი ცოდვა ჩაიდინა პატრიარქის, ეკლესიისა და ერის წინაშე.