შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან ბოლნისში.
ბოლნისის რაიონის ყველა მოქმედ ტაძარში შუაღამისას საზეიმო წირვა დაიწყება.
ბოლნისის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე ეფრემი საშობაო ლიტურგიას ბოლნისის სიონში ჩაატარებს. მრევლს ბოლნისის სიონში მისასვლელად სპეციალური ავტობუსები ემსახურება.