საშობაო ბაზრობა თბილისში - სასტუმრო "რედისონი" მსურველთათვის 18:00 საათამდე ღიაა
თბილისში ტრადიციული საშობაო ბაზრობა გაიხსნა. სასტუმრო “რედისონში” იგი ნებისმიერი მსურველისთვის საღამოს 6 საათამდე ღიაა. ბაზრობაზე სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული პროდუქციაა წარმოდგენილი, რომლის გაყიდვაშიც საქართველოში აკრედიტებული ელჩები და მათი ცოლებიც არიან ჩართულები.
საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა საავტორო ნამუშევრების შეძენის საშუალება აქვთ. საახალწლო ბაზრობის ორგანიზებაში “ქალთა საერთაშორისო ასოციაციაა” ჩართული, მათი ინიციატივით შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებსა და მოხუცებს, ასევე სიმსივნით დაავადებულ ქალებს.