Radisson RED Tbilisi-ს გახსნა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირის 44 ნომერში, ახალი სასტუმრო Radisson RED Tbilisi გაიხსნა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში პირველია.

გახსნის ცერემონიალს საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ. სასტუმრო ფოსტის ყოფილ შენობაში გაიხსნა, რომელსაც ძველი იერსახე სრულად შეუნარჩუნეს. ისტორიული ფოსტის შენობა 1920-იანი წლებით თარიღდება. სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი
მორიგი წვლილი. სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, ჰუსნუ ტაიანჯიმ და თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის და აღმოსავლეთ ევროპის „რედისონ ჰოტელ გრუპის“ რეგიონულმა დირექტორმა, ანტუან მუბარაკმა აღნიშნეს, რომ ახალი ობიექტი საქართველოში „რედისონ ჯგუფის“ ქოლგის ქვეშ შექმნილი მეოთხე სასტუმროა.