სასამართლო რეფორმის შეფასება

სასამართლო რეფორმაზე ანგარიში წარადგინეს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“. მათი შეფასებით, სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში მოსამართლეს მიეცა საშუალება სურვილის შემთხვევაში გაასაჯაროოს დისციპლინური სხდომები, თუმცა აღნიშნული უფლებით დღემდე არცერთ მოსამართლეს არ უსარგებლია, ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოება.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაციაზე ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე ისაუბრეს. ანგარიში მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ ფარგლებში. დოკუმენტი მოიცავს 2019 წლის პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე პეროდს.