წიგნის პრეზენტაცია

საქართველოს კულტურის სამინისტროში წიგნის, „საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – კახეთი“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ გამოცემული „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის“ ხუთი წიგნის საფუძველზე შეიქმნა, რომლებიც კახეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლებს ეძღვნება. წიგნში ასევე შესულია თუშეთის არქიტექტურული ძეგლები. გამოცემაში მიმოხილულია 1 235 ხუროთმოძღვრული ძეგლი და მოცემულია ისტორიული ცნობები 70 დასახლებული პუნქტის შესახებ.

წიგნი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.