„მერი დავითაშვილი – რჩეული ნაწარმოებები“ – გამოცემის პრეზენტაცია

15:36, 26.12.2024

მერი დავითაშვილი – რჩეული ნაწარმოებები – საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის საკონცერტო დარბაზში სანოტო გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. სანოტო გამოცემა წარმოადგენს კომპოზიტორის სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებთა ოთხტომეულს. პრეზენტაციაზე ასევე გაიმართა მერი დავითაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-დოკუმენტური ფილმის „და ესე გავხდი საბავშვო“ ჩვენება. კრებული კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა. ინფორმაციასაც კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი