რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, სადაც სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ასევე ADB ჯგუფის გენერალური დირექტორი, ფილიპე პასკალი წარდგნენ. მათ იმ პოტენციალზე ისაუბრეს, რასაც თბილისის აეროპორტი უახლოეს წლებში შეიძენს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტში 150 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.