„წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“

სამეცნიერო კრებულის, „წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“ მეორე და მესამე ტომის პრეზენტაცია, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

გამოცემა, სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესია-მონასტრებთან არსებულ ბიბლიოთეკასა და არქივში დაცულ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ისტორიულ დოკუმენტებს აერთიანებს. კრებული, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოიცა. სტამბოლის ქართულ სავანეში კვლევებს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებიც ატარებდნენ.