კულტურის განვითარების ფონდის პრეზენტაცია
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კულტურის განვითარების ფონდის, „მესმას” ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან 17 წარმატებული სტუდენტი დააჯილდოვეს. ისინი ფონდის სახელით სტიპენდიას მიიღებენ. პრეზენტაცია მუსიკალური საღამოთი გაგრძელდა. კონცერტში საზღვარგარეთიდან სპეციალურად მოწვეული ქართველი საოპერო შემსრულებლები და საპატრიარქოს გუნდი მონაწილეობდა.