თბილისის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა გადაიდო.
პროცესის გადადების შუამდგომლობა სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააყენა, ვინაიდან სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება ვერ მოესწრო.
შსს-ს დოკუმენტაციის წარსადგენად, სადაც კარვების გაშლის დაუშვებლობა იქნება დასაბუთებული, ვადა 15 ნოემბრამდე განესაზღვრა. მანამდე, ზაზა სარალიძემ მოსამართლეს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ კარვის გაშლის უფლება მიეცემა.
შსს-სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა სარჩელი შეიტანეს. ისინი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვას ასაჩივრებენ.