საქველმოქმედო აქცია

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფონდმა, „სიცოცხლე მშვენიერია“ შვიდ მრავალშვილიან ოჯახს პროდუქტები გადასცა.

შვანგირაძეების მრავალშვილიან ოჯახს ფონდის წარმომადგენლებმა საჩუქრები პირადად გადასცეს. როგორც საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი ამბობს, ფონდი 2019 წლიდან აქტიურად მართავს საქველმოქმედო აქციებს და უკვე 200-მდე სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა.