Wings for Life - მსოფლიო რბენა 2023

Wings for Life- მსოფლიო რბენამ კახეთში სტარტი უკვე მეათედ აიღო. ყველაზე მასშტაბურ გარბენში 7 000-მდე მორბენალი და გულშემატკივარი იღებს მონაწილეობას. ღონისძიება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით და ფედერაციის – „სპორტი ყველასათვის“ – ორგანიზებით იმართება. რეგისტრაციიდან შემოსული თანხა, ტრადიციულად, საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. კახეთში იმყოფება ჟურნალისტი ნიკა ბერაძე.