კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებს ბრალს დღეს წაუყენებენ. დაკავებულების ადვოკატი უკვე პოლიციაში იმყოფება. მინდელის სახელობის შახტის დირექტორი, მენეჯერი, მთავარი ინჟინერი, უბნის უფროსი, მისი მოადგილე, თანაშემწე და კერძო ღია კარიერის წესით მადნეულის მომპოვებელი შახტის მფლობელი ინდმეწარმე, ტყიბულის რაიონული პოლიციიდან ქუთაისში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში წუხელ გადაიყვანეს. გამოძიება მათ უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.
შსს-მ ტყიბულის შახტებში ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით შვიდი პირი დააკავა.