საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

„თბილისი პრაიდის“ და მის მოწინააღმდეგეთა აქტივობაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო. საქართველოს ეკლესიის პოზიციით, მიმდინარე მოვლენებმა ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაძაბა, რაზეც საპატრიარქო თავის მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებს: „ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისგან. პირველ რიგში, მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.