შეხვედრა საპატრიარქოში

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ წარმატებულ ემიგრანტებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა, გლობალური პანდემიის დროს ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ქართველმა ემიგრანტებმა პანდემიის დროს თანამემამულეებს გაუწიეს. ხაზი გაესვა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასევე, ეკლესიასთან მჭიდრო და წარმატებული ურთიერთობის მნიშვნელობას.