საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო უკმაყოფილოა, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, საელჩო არ გამოეხმაურა, ჯეროვნად არ შეაფასა საპატრიარქოში მომხდარი ვანდალიზმი. „საქართველოს ეკლესია რჩება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ვანდალიზმის ფაქტია, რაც მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით სამების საპატრიარქო ტაძარში მოხდა, საპატრიარქოს განცხადების ტექსტი კი, რომელიც სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო ხატში ცვლილებების შეტანას ეხება, კათოლიკოს პატრიარქთან შეთანხმებულია.