საპატრიარქოს განცხადება

ვაქცინაციასთან  დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო. უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო, კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა და ამდენად, დაუშვებელია, სასულიერო პირმა მორწმუნეებს აუკრძალოს მისი გაკეთება ან შეუზღუდოს ზიარება.

წმინდა სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საპატრიარქო იძულებით ვაქცინაციას მხარს ვერ დაუჭერს. კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, რომ მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით, არ გასცდეს სინოდის განჩინებას. თვითნებობის შემთხვევაში კი, მრევლს შეუძლია მიმართოს საქართველოს საპატრიარქოს.