სინოდის სხდომა

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სხდომა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით გაიმართა და მას თავად კათოლიკოს-პატრიარქი თავმჯდომარეობდა. სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრები საპატრიარქოს შენობაში დილიდან შეიკრიბნენ.