გელათის რესტავრაციის კომიტეტის შეხვედრა

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის საკითხს სათავეში საქართველოს საპატრიარქო ჩაუდგება. ამის შესახებ ცნობილი გახდა „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო და პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს მეუფე შიო უხელმძღვანელებს. კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება ორი საბჭო, შედეგად უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ტაძრის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.