საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დროულ რეაგირებას სთხოვს. იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ დადგინდეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ფაქტს, რაზეც რუსეთის ფედერაციაა პირდაპირ პასუხისმგებელი, – ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.