ეროვნული გვარდია 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს იუბილე ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცა. მან საქართველოს მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. გვარდიელები ჩართულები არიან ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც. ამჟამად, ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეექვსე როტაციას ახორციელებს.