დიპლომატიური ფორუმი 

საქართველოს პირველი დიპლომატი ანტალიაშია.

თურქეთში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის დღის წესრიგის მთავარი თემა კოვიდ-პანდემია და რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებაა. დავით ზალკალიანი ხვალ სიტყვით გამოვა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს, აქცენტი გაკეთდება რეგიონული უსაფრთხოების პროცესში საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. ფორუმის მონაწილეებს უკვე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რომელმაც გამოსვლის დროს საქართველო და უკრაინაც ახსენა.

დატოვე კომენტარი