ნატო-ს მინისტერიალი რიგაში

დღეიდან, 30 ნოემბერიდან  იწყება ნატო-ს მინისტერიალი, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. დავით ზალკალიანი რიგაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიას დაესწრება და სიტყვით მიმართავს კოლეგებს, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. ნატო-ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება, იმსჯელებენ როგორც რეგიონული, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ასპირანტი ქვეყნების წვლილზე. მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებსაც.