რეზერვისტების შეკრება

ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“ რეზერვისტების შეკრება გაიმართა.

მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე კადრირებული ბატალიონის გეგმიურ სწავლებას საჯარო და კერძო სექტორიდან მათი დამსაქმებლები დაესწრნენ. ისაუბრეს რეზერვისტთა მომზადების მიმართულებებზე. სტუმრებმა ერთი დღე ბაზაზე გაატარეს. დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა. დაესწრნენ რეზერვისტთა საბრძოლო და თეორიულ აქტივობებს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.