ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის მინისტერიალი

აისისის“ წინააღმდეგ ბრძოლის მინისტერიალში მონაწილეობა შეაჯამა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ღონისძიების ფარგლებში, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის დროს, საუბრისას მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მოლოდინები, რომელიც ქვეყანას აქვს კითხვარის შევსების შემდგომ პროცესზე. ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობდა.