საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს

უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ აღნიშნა, ერთი წლის წინ, დიპლომატის გამოწვევა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან და ყველა დონეზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დინამიურად ვითარდება. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ელჩის დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა დეპუტატის თქმით, განხილვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

მოამბე