ჩაშლილი პრაიდფესტივალი - გამოხმაურებები

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

დიპლომატის თქმით, 8 ივლისს მომხდარი ფაქტი ძალიან სამწუხაროა. ელჩის განმარტებით, შაბათის ღონისძიების წინა დღეს დაარწმუნეს, რომ შსს ფესტივალის მოწინააღმდეგეებს პოლიციის კორდონის გარღვევის უფლებას არ მისცემდა, თუმცა ადამიანებს არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრი გარღვევის, არამედ მათ ადგილზე შესვლისა და ვანდალიზმის უფლებაც მიეცათ.