კელი დეგნანის გამოხმაურება

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ომში ჩათრევას არ ცდილობს და მზაკვრული ნარატივი „ფეესბეს“ დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან გრძელდება“, – ამ განცხადებას საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი აკეთებს. მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს და ამერიკას ომის გაფართოება არანაირი ფორმით არ სურს. კელი დეგნანის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ და სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან ურთიერთობის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ. მათი თქმით, დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელი რუსეთია, რასაც ბოლო 30 წელია ყველა ვუყურებთ.