ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

სასამართლო სფეროში დაგეგმილი რეფორმა მწვავე პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი გახდა ისრაელში.

საპროტესტო აქციების ფონზე მაისამდე შეჩერებულ სადავო კანონზე საქართველოში ისრაელის ელჩი „მოამბესთან“ საუბრობს. იგულისხმება ის რეფორმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დროს მთავრობის უფლებამოსილებას ზრდის, სასამართლოს კი მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტების დაბლოკვას უზღუდავს. შიდა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებები გააკრიტიკეს ვაშინგტონიდანაც. სადავო რეფორმის გარდა ჩვენთან ინტერვიუში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი მის სამშობლოში გაუარესებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც საუბრობს – ბოლო პერიოდში ღაზის სექტორიდან და ლიბანიდან ისრაელზე არაერთი თავდასხმა მოხდა.

თამთა რუხაძე ესაუბრა საქართველოში ისრაელის ელჩს.