საქართველოში ისრაელის ელჩი პირველ არხს სტუმრობდა

საქართველოსა და ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და საერთო პროექტების განხორციელება საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პირველ არხზე გამართული შეხვედრის დროს. მაუწყებლის თავმჯდომარემ საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს უმასპინძლა. თინათინ ბერძენიშვილმა და ჰადას მეიცადმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხი, ქვეყნებში არსებული მედიაგარემო და ციფრული განვითარების მიმართულება.