საპროტესტო აქცია პენსიის 250 ლარამდე მომატების მოთხოვნით

პენსიის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთან. შეკრებილებმა საპენსიო თანხის 250 ლარამდე მომატება მოითხოვეს. დემოკრატიული განვითარების ცენტრის დირექტორის განაცხადებით,  შშმ პირები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. აქციის  მონაწილეების ცნობით, თუ კი მათ მოთხოვნას რეაგირება არ მოყვება, ისინი მასშტაბურ აქციებს დაიწყებენ.