საფრანგეთში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა. 90-მდე ასოციაცია, პროფკავშირი და მემარცხენე პარტიების წარმომადგენლები იუსტიციის სამინისტროს უფუნქციობაში სდებენ ბრალს და დამნაშავეთა დაუსჯელობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ქალთა დაცვისთვის საჭირო ახალი დებულებების მიღებას და მრგვალი მაგიდის მოწვევას ითხოვენ. დემონსტრაცია ფემიციდის მსხვერპლი იმ 100 ქალის ხსოვნას მიეძღვნა, რომლებიც ამ წლის განმავლობაში მოკლეს.