კომპენსაცია ფემიციდის მსხვერპლთა შვილებისთვის

რა დახმარებას უწევს სახელმწიფო ფემიციდის მსხვერპლთა არასრულწლოვან შვილებს. სხვადასხვა სერვისი, მათ შორის ფსიქოლოგიური დახმარება და სოციალური მუშაკების მომსახურება წლებია მოქმედებს, თუმცა უფლებადამცველები დახმარების სხვა მექანიზმების ამოქმედებასაც მოითხოვენ. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში მოქმედი სისტემა სახელდება, რომლის ფარგლებში მსხვერპლთა შვილებს პენსია ენიშნებათ. ყოველთვიური შემწეობების დანიშვნა ჯერ არ განიხილება, თუმცა კანონში შესული ცვლილებით მსხვერპლის შვილს შესაძლებლობა ექნება, რომ მოძალადისგან კომპენსაცია მოითხოვოს, ქონების არ არსებობის შემთხვევაში ამ თხოვნით სახელმწიფოს მიმართოს. პირველი ასეთი საქმის განხილვა სამართლებრივ დონეზე უკვე დასრულებულია.