საპროტესტო აქციები საფრანგეთში

პარიზში პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევები გააპროტესტეს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აქციების გამართვა აკრძალა, საფრანგეთის ქუჩებში ასობით ადამიანი გავიდა. ისინი პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოზარდის მკვლელობას აპროტესტებდნენ და სამართალდამცავებისთვის ძალის გამოყენების უფლების შეზღუდვას ითხოვდნენ. სამართალდამცველებმა მათ რესპუბლიკის მოედანზე შეკრების უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც, დემონსტრანტებმა მშვიდობიანი მარში გამართეს. აქციის ორგანიზატორი 2016 წელს, პოლიციის მიერ დაკავებული და შემდეგ გარდაცვლილი, ადამა ტრაორეს ოჯახის წევრები იყვნენ.