სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული ფონიჭალაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეს უკავშირდება. სახლთან შეკრებილები არიან მეზობლებიც. მათი ინფორმაციით სახლში დედასთან ერთად ცხოვრობს ორი ბიჭი. ერთ-ერთი არასრულწლოვანია, მეორე კი 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ადრე ნარკოტიკების მოხმარებაზეა ნასამართლევი.
მეზობლები გამორიცხავენ, რომ საქმე ნარკოდანაშაულს უკავშირდებოდეს.