დაკავება ნარკოდანაშაულის ფაქტზე

პოლიციამ ფონიჭალაში, წითელი ხიდის მაგისტრალზე და ლილოში ათი ნარკორეალიზატორი დააკავა. შსს-მ შვიდ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი