სპეცოპერაცია ფონიჭალაში

15:29, 12.03.2019

სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული ფონიჭალაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეს უკავშირდება. სახლთან შეკრებილები არიან მეზობლებიც. მათი ინფორმაციით სახლში დედასთან ერთად ცხოვრობს ორი ბიჭი. ერთ-ერთი არასრულწლოვანია, მეორე კი 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ადრე  ნარკოტიკების მოხმარებაზეა ნასამართლევი.

მეზობლები გამორიცხავენ, რომ საქმე ნარკოდანაშაულს უკავშირდებოდეს.

მსგავსი