სპეცოპერაცია ფონიჭალაში

ახალი დეტალები ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებული ერთი ოჯახის წევრებს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია სამი პირი. გამოძიება მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-რეალიზებას ედავება.