აქცია ფონიჭალაში

ფონიჭალაში მიმდინარე აქცია დასრულებულია. დასახლებას ბუნებრივი აირი ერთი კვირაა არ მიეწოდება. ადგილობრივების განმარტებით, შესაბამისი სამსახურიდან მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ გაზმომარაგების შეფერხების მიზეზი ავარიული დაზიანება იყო, თუმცა პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარებულა. ფონიჭალის მცხოვრებლების თქმით, „თბილისი-ენერჯისგან“ გაზის მიწოდების აღდგენას ერთ საათში დაჰპირდნენ. დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხვალიდან ადგილობრივები აქციების განახლებას აპირებენ.

დატოვე კომენტარი