ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, სადაც ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს, აქცია გაიმართა. შეკრებილებმა კომპენსაციისთვის განსაზღვრული თანხის გაზრდა მოითხოვეს, ამისთვის ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევენ. ნაგავსაყრელის აშენების წინააღმდეგია მოსახლეობის ნაწილი, რომელთა სახლები ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს.
აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ.